საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღუდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი სოხუმსა და ცხინვალში ე.წ. საელჩოებს დახურავს
 13:16 - 26.01.12
ამობეჭდვა27  ზომა:
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მაშინ როდესაც დაიხურება უკანონოდ განხსნილი ე.წ. საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გუშინდელ განაცხადებას, რომელიც ეხებოდა საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას.

"დიმიტრი მედვედევის ამ განცხადებაში, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან წამოსულ ჩვეულ პოზიციაში, გაურკვეველია, რას გულისხმობენ საქართველოში. მათთვის ეს არის საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში თუ მათთვის ეს არის საქართველო მათ მიერ ოკუპირებული რეგონების გარეშე. უნდა ითქვას, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიხურება უკანონოდ გახსნილი ე.წ. საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ეს არ არის ახირება, ეს ნაბიჯი გადაიდგა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დღემდე ოკუპირებული აქვს", - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ პრობელმა არა პიროვნებებში, არა მიხიელ სააკაშვილში, არამედ საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობას, 5 მილიონ მოქალაქეს და ათასობით დევნილს, რომელიც დევნილობაში რუსეთის გამოისობით რჩება.

"ჯი-ეიჩ-ენი"

ამავე კატეგორიიდან: 
22.02.12 - 14:38 - 2011 წელს მსოფლიოში 46 ჟურნალისტია დაღუპული
22.02.12 - 12:42 - საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა
22.02.12 - 11:57 - საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში: რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ცივი ომი დასრულდა

დღის სიახლეები

14:48
ფხაზეთმა დანარჩენ საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა
14:38
2011 წელს მსოფლიოში 46 ჟურნალისტია დაღუპული
14:34
სირიაში ორი უცხოელი ჟურნალისტი მოკლეს
14:20
მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ააქტიურებს
14:15
საპარლამენტო უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ ანქვაბზე თავდასხმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელდა
13:08
უიტნი ჰიუსტონს მაიკლ ჯეკსონზე გათხოვება სურდა
12:42
საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა
12:20
მეცნიერებმა სიმსუქნესთან ბრძოლის ახალი საშუალება აღმოაჩინეს
12:18
"ახალი ლას ვეგასის" პროექტი 20 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება
11:57
საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში: რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ცივი ომი დასრულდა
პოლიტიკა
ეკონომიკა/ბიზნესი
სამართალი
თავდაცვა
კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
უცხოეთი
მედიცინა
ეს საინტერესოა
ინტერვიუ
კომენტარი
სპორტი
სტატიები/ანალიტიკა
 
თებერვალი, 2012
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
232526