გრიგოლ ვაშაძე: მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ვიქცევით ისე, როგორც ალიანსის წევრები
 12:48 - 12.12.11
ამობეჭდვა181  ზომა:
"მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ვიქცევით ისე, როგორც ალიანსის წევრები. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
7-8 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ „მინისტერიალის" შეხვედრასთან დაკავშირებით ვაშაძემ აღნიშნა, რომ არავითარი მოლოდინების გაზრდა არ სურს, რადგან წინ ბევრი სამუშაოა. შეგახსენებთ, რომ „მინისტერიალის" კომუნიკეში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ალიანსის aspirant partner-ი, ანუ ნატოში გაწევრიანების მოსურნე პარტნიორი ქვეყანა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ მომავალი ექვსი თვე კონცენტრირებულად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯეროვნად მიიტანოს საქართველოს საკითხი ნატოს სამიტამდე. მოლოდინი არის ის ციტატა, რომელიც მინისტერიალის კომუნიკეშია, რომელშიც საქართველო მოხსენიებულია, როგორც პარტნიორი ქვეყანა, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად ალიანსში გაწევრიანების გზას ადგას. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არავითარი მოლოდინების გაზრდა არ მინდა, რადგან წინ ბევრი სამუშაო გველოდება", -განაცხადა ვაშაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე ვაშაძემ აღნიშნა, რომ ლავროვი თავის საკუთარ პრეზიდენტს ეწინააღმდეგება. "ჯობია, კარგად წაიკითხოს, თუ რას ამბობს რუსეთის მთავარსარდალი ჩრდილოეთ კავკასიაში 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრისას და როგორ ხსნის ის 2008 წლის აგვისტოს ომს, როდესაც ამბობს, რომ ომის ერთადერთი მიზანი იყო, ხელი შეეშალა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. არ ვიცი, ღირდა თუ არა რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და რეპუტაციისათვის საქართველოში დანაშაულის ჩადენა და აგრესია, მაგრამ ყველა თავის გზას ირჩევს და ვნახოთ, ეს გზა ვის სად მიიყვანს", -აღნიშნა მინისტრმა.

ვაშაძე უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მონაწილოების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სულ მალე, ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში საქართველო გახდება ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები. "ბოლო დროს არ მქონია შეხვედრა, სადაც ხაზი არ გაესვათ იმისათვის, რომ საქართველო არა მარტო რჩება იმ სივრცეში, რაც შემოხაზულ იქნა ბუქარესტის ნატოს სამიტზე; ანუ ის, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრები, არამედ მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ვიქცევით ისე, როგორც ალიანსის წევრები", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ამავე კატეგორიიდან: 
10.02.12 - 16:28 - პაატა ზაქარეიშვილი: ჯიოევამ სპექტაკლი გაითამაშა
05.01.12 - 14:55 - ზურაბ ხარატიშვილი: საზოგადოების ინტერესშია კონტროლდებოდეს პარტიები ვისგან და როგორ ფინანსდება
06.12.11 - 11:35 - ვალერია ნოვოდვორსკაია: ნუ გავიწყდებათ, სწორედ "ლიბერალი" მედვედევი შეიჭრა საქართველოში

დღის სიახლეები

14:48
ფხაზეთმა დანარჩენ საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა
14:38
2011 წელს მსოფლიოში 46 ჟურნალისტია დაღუპული
14:34
სირიაში ორი უცხოელი ჟურნალისტი მოკლეს
14:20
მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ააქტიურებს
14:15
საპარლამენტო უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ ანქვაბზე თავდასხმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელდა
13:08
უიტნი ჰიუსტონს მაიკლ ჯეკსონზე გათხოვება სურდა
12:42
საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა
12:20
მეცნიერებმა სიმსუქნესთან ბრძოლის ახალი საშუალება აღმოაჩინეს
12:18
"ახალი ლას ვეგასის" პროექტი 20 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება
11:57
საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში: რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ცივი ომი დასრულდა
პოლიტიკა
ეკონომიკა/ბიზნესი
სამართალი
თავდაცვა
კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
უცხოეთი
მედიცინა
ეს საინტერესოა
ინტერვიუ
კომენტარი
სპორტი
სტატიები/ანალიტიკა
 
თებერვალი, 2012
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
232526