გრიგოლ ვაშაძე:2008 წლის აგვისტოში, კრემლის გეგმები საქართველოს ნატო-ში შესვლის აღკვეთა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობა იყო
 12:16 - 22.11.11
ამობეჭდვა210  ზომა:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიო „ეხო მოსკვის" ეთერში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანა. ვაშაძის თქმით, 2008 წლის აგვისტოში, კრემლის გეგმები საქართველოს ნატო-ში შესვლის აღკვეთა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობა იყო.

„ის, რაც მედვედევმა გააჟღერა, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. დასავლეთის არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ სჯერა იმ განცხადებების, რასაც კრემლი აგვისტოს ომთან დაკავშირებით აკეთებს ხოლმე, როცა აცხადებს, რომ თავის მოქალაქეებს იცავდა. დასავლეთის დამოკიდებულებას კი ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ მიღებული რეზოლუციებიც მოწმობს", - განაცხადა მინისტრმა.

2008 წელს საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარება იყო აუცილებელი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული არმიის მოქმედება დიდი რაოდენობის მოქალაქეების გადასარჩენად აუცილებელი იყო, რათა ის საფრთხე, რომელიც მაშინ საქართველოს ტერიტორიიდან მომდინარეობდა, ყოფილიყო მოხსნილი თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე ნატოს საზღვრები გაფართოვდებოდა.

„2008 წელს ჩვენ რომ მერყეობა გამოგვეჩინა, სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატრანტიკურ ალიანსში შეთრევას ხელოვნურად ცდილობდნენ იქ იქნებოდნენ", - აღნიშნა მედვედევნა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ სურს საკუთარ საზღვრებთან იმ სამხედრო ბლოკის გამოჩენა, რომელიც „გარკვეულ უხერხულობებს გვიქმნის".

„ჩვენ ახლა არ ვიმყოფებით პირდაპირ კონკურენციაში, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ მთელი რიგი ამოცანების, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში არსებობობს, გადაწყვეტის განსხვავებული გაგება გვაქვს", - აღნიშნა მედევედევმა სამხრეთის ფედერალური ოლქის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხონვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა.

ამავე კატეგორიიდან: 
10.02.12 - 16:28 - პაატა ზაქარეიშვილი: ჯიოევამ სპექტაკლი გაითამაშა
05.01.12 - 14:55 - ზურაბ ხარატიშვილი: საზოგადოების ინტერესშია კონტროლდებოდეს პარტიები ვისგან და როგორ ფინანსდება
12.12.11 - 12:48 - გრიგოლ ვაშაძე: მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ვიქცევით ისე, როგორც ალიანსის წევრები

დღის სიახლეები

14:48
ფხაზეთმა დანარჩენ საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა
14:38
2011 წელს მსოფლიოში 46 ჟურნალისტია დაღუპული
14:34
სირიაში ორი უცხოელი ჟურნალისტი მოკლეს
14:20
მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ააქტიურებს
14:15
საპარლამენტო უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ ანქვაბზე თავდასხმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელდა
13:08
უიტნი ჰიუსტონს მაიკლ ჯეკსონზე გათხოვება სურდა
12:42
საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა
12:20
მეცნიერებმა სიმსუქნესთან ბრძოლის ახალი საშუალება აღმოაჩინეს
12:18
"ახალი ლას ვეგასის" პროექტი 20 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება
11:57
საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში: რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ცივი ომი დასრულდა
პოლიტიკა
ეკონომიკა/ბიზნესი
სამართალი
თავდაცვა
კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
უცხოეთი
მედიცინა
ეს საინტერესოა
ინტერვიუ
კომენტარი
სპორტი
სტატიები/ანალიტიკა
 
თებერვალი, 2012
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
232526