თამაზ ჭილაძე: ძალიან მინდა, ღმერთმა მომცეს ჯანმრთელობა, რომ ჩემი პიესები და მოთხრობები დავასრულო
 19:10 - 30.10.11
ამობეჭდვა315  ზომა:
"ძალიან მინდა, ღმერთმა მომცეს ჯანმრთელობა, რომ ჩემი პიესები და მოთხრობები დავასრულო", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მწერალმა თამაზ ჭილაძემ.

როგორც მწერალი აღნიშნავს, გამუდმებით მუშაობის პროცესშია, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით წერას ვერ აგრძელებს.

"ცრემლებამდე მიხარია, თუ ვინმეს ვახსოვარ და აინტერესებს ჩემი შემოქმედება. ამ ეტაპზე წერა არ შემიძლია, თუმცა ძალიან ბევრი პროექტი მაქვს და აუცილებლად გამოვცემ. მინდა მკითველს საინტერესო სიახლე შევთავაზო", - აღნიშნა ჭილაძემ.

შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის სცენაზე ჭილაძის პიესის მიხედვით "ნადირობის სეზონი" დადგა. სპექტაკლის პრემიერა ზაფხულში ერთხელ უკვე შედგა, თუმცა რუსთაველის თეატრში რეჟისორმა "ნადირობის სეზონის" განახლება გადაწყვიტა. მწერალი მიიჩნევს, რომ მეორედ დადგმული სპექტაკლი უფრო ღრმაა.

"წინა პრემიერაზედაც ვიყავი და შემიძლია გითრათ, რომ რაღაცებია შეცვლილი, მაგრამ ამჯერად უფრო ღრმად ჩასაწვდომი და საინტერესო გამოვიდა. არ ვიცი, პოლიტიკური სარჩული რატომ დაადეს მის დადგმულ სპექტაკლს. თუ ზოგადაადამიანური ტკივილები პოლიტიკური თემა შეიძლება იყოს, მაშინ შეიძლება ასე ჩაითვალოს. მე არვითარი კონკრეტული პოლიტიკით არ ვარ დაინტერესებული, არც რობიკო. ჩვენ ადამიანი გავინტერესებს", - აღნიშნა ჭილაძემ.

ამავე კატეგორიიდან: 
10.02.12 - 16:28 - პაატა ზაქარეიშვილი: ჯიოევამ სპექტაკლი გაითამაშა
05.01.12 - 14:55 - ზურაბ ხარატიშვილი: საზოგადოების ინტერესშია კონტროლდებოდეს პარტიები ვისგან და როგორ ფინანსდება
12.12.11 - 12:48 - გრიგოლ ვაშაძე: მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ვიქცევით ისე, როგორც ალიანსის წევრები

დღის სიახლეები

14:48
ფხაზეთმა დანარჩენ საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა
14:38
2011 წელს მსოფლიოში 46 ჟურნალისტია დაღუპული
14:34
სირიაში ორი უცხოელი ჟურნალისტი მოკლეს
14:20
მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ააქტიურებს
14:15
საპარლამენტო უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ ანქვაბზე თავდასხმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელდა
13:08
უიტნი ჰიუსტონს მაიკლ ჯეკსონზე გათხოვება სურდა
12:42
საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა
12:20
მეცნიერებმა სიმსუქნესთან ბრძოლის ახალი საშუალება აღმოაჩინეს
12:18
"ახალი ლას ვეგასის" პროექტი 20 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება
11:57
საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში: რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ცივი ომი დასრულდა
პოლიტიკა
ეკონომიკა/ბიზნესი
სამართალი
თავდაცვა
კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
უცხოეთი
მედიცინა
ეს საინტერესოა
ინტერვიუ
კომენტარი
სპორტი
სტატიები/ანალიტიკა
 
თებერვალი, 2012
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
232526